ლორდ კომბერმეის თავისი საყვარელი სკამი ჰქონდა, ისევე როგორც ზოგ ადამიანს ამოჩემებული ადგილი აქვს სახლის რომელიმე ნაწილში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. 1891 წელს საბედისწერო შემთხვევის დროს ლორდი ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღეს ოჯახმა ფოტოგრაფი დაიქირავა, რომელსაც საოჯახო ფოტოების გადაღება სთხოვეს. სანამ ოჯახი ლორდის დაკრძალვას ესწრებოდა სასახლიდან დაახლოებით 4 მილის მოშორებით, ფოტოგრაფმა, სახელად Sybell Corbet-მა კამერა მოამზადა და გადაღებას შეუდგა. ფოტოფირფიტის გამჟღავნების შემდეგ გაირკვა, რომ მასზე ლორდი კომბერმერის ლანდი იყო აღბეჭდილი, რომელიც თავის საყვარელ სკამზე მოკალათებულიყო. როგორც ჩანს, კუბო არც ისე კომფორტული ეჩვენა მას, ან სულაც ბოლოჯერ ზის საყვარელ სკამზე და საკუთარ სახლს ემშვიდობება.
☠ საშიში ისტორიები ☾



Leave a Reply.