ამ ნიუსში ერთად ნახავთ რამდენიმე ლეგენდას და ასევე ნამდვილ ამბებსაც.
ნამდვილი ამბავი, რომელიც ყველას დაგაინტერესებთ - ,, დები სმიტები ''
საინტერესო ლეგენდები, რომლებისაც ბევრს სჯერა_ ,,თეთრი ქალბატონი'' და ლეგენდა Carmen Winstead-ზე- ამ ლეგენდაზე გადაღებულია ცნობილი საშინელებათა ფილმი ,,ზარი''

ეს უდაოდ საინტერესო ამბავი1993 წელს დაიწყო. ეს ამბავი შეეხება -ლიზა, სარა და ჯონ სმიტებს 
1993 წელს სმიტების ოჯახს გარდაეცვალა ორი ულამაზესი გოგონა -სარა და ლიზა, ქერა გოგონები ყველას ძალიან უყვარდა, თუმცა 1993 წელს ისინი ვიღაცამ მოკლა, პოლიციამ კვალის მსგავსი ვერაფერი იპოვა, და საქმე გაურკვეველ შემთხვევად ჩაითვალა. გოგონების დედ-მამა შოკში იყვნენ მომხდარისგან, სარა და ლიზა კარადაში იპოვეს გარდაცვლილები, ამბავმა მთელი Plainfield-ი შეძრა.
ახალგაზრდა წყვილმა ამ ამბის დავიწყება გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი მათ შოკში აგდებდათ. სარას და ლიზას სურათები კედლიდან ჩამოხსნეს და სასამართლოში საქმის დახურვა მოთხოვეს.
ცოტა ხანში მათ გააჩინეს შვილი, რომელსაც დაარქვეს ჯონი. ჯონ სმიტი ასევე ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ყველას ძალიან უყვარდა და ყველა იცნობდა მას მისი ვიზუალის და ხასიათის გამო. ბიჭი გაიზარდა და ისტორია ,,დებ სმიტებზე'' ყველას დაავიწყდა. 
2007 წელს ჯონ სმიტი უაზრო წერილებმა შეაწუხეს მეილზე. წერილების შინაარსი შემდეგი იყო. წერილის ანონიმური პატრონები წერდნენ რომ ისინი გარდაცვლილი დები სმიტები იყვნენ, ისინი ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ დედ-მამას გოგონები დაავიწყდათ და ყველამ დაივიწყა ამბავი მათ სიკვდილზე. ჯონს და დედ-მამას ეს ბოროტი ხუმრბოა ეგონათ. ჯონის ბოლო წერილი კი შემდეგში მდებარეობდა:თვალი ადევნეთ ჩვენს კარადას, ჩვენს ოთახში.!.
ორი დღის შემდეგ ჯონის კარადაზე, ხეზე რომელიც ეზოში იყო და იატაკზე აღმოაჩინეს წარწერა: სარა და ლიზა_ 1993. ასევე ჯონის კედელზე ეწერა შემდეგი სიტყვები: ჯონ სმიტი_2007. მშოვლები აზრზე ვერ მოდიოდნენ ვის უნდა გაეკეთებინა მსგავსი რამ, არავინ იცოდა ჯონის მომავალი, ბიჭი კი ძალიან შეშინებული ჩანდა. 
შემდეგ დილას ჯონ სმიტის კვალს დები სმიტების კარადაში მიახწიეს, ჯონი მოკლული იყო ისე როგორც მისი დები 1993 წელს. დები 1993 წლის ნოემბერში მოკლეს, ჯონი კი 2007 წლის ნოემბერში. მთელი ქალაქი შოკირებული დარჩა, მშობლები გონზე ვერ მოდიოდნენ, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. ფაქტი კი ერთი იყო_ კვალი არსად ჩანდა, ბიჭი მოკლული იყო ისე როგორც მისი დები წლების წინ, კვალი მხოლოდ ჯონის წერილებში დარჩა, რომელიც ანონიმურად მიიღო, ჯერჯერობით საქმე ისევ გახსნილი რჩება....

 ეს ლეგენდა კი კარმენ ვინსტედზე მოგვითხრობს) გაითვალისწინეთ, რომ ეს ლეგენდაა. ზოგს ლეგენდის არსებობაში დარწმუნებულია, ზოგს კი ამის არ სჯერა.

დიდი ხნის წინად ერთერთ ქალაქში ცხოვრობდა გოგონა სახელად კარმენი, კარმენს მშობლები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მამამისს სახსრები არ გააჩნდა და შვილი ინდიანაში გააგზავნა და იქ დააწყებია სწავლა.
გოგონა განსხვავებული გარეგნობის იყო, მას ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა, რადგან არასდროს არავისთან არ უმეგობრია და ზედმეტად ჩაკეტილი პიროვნება იყო მისი მძიმე ბავშვობიდან გამომდინარე.
სკოლაში ბავშვები მას ცუდათ შეხვდნენ, თავიდან კარმენი დარწმუნებული იყო, რომ ბავშვები მას დაუმეგობრდებოდნენ. მის კლასში იყო ხუთი გოგონა, რომლებიც კარმენს ჩაგრავდნენ, ამ დროს აღმოაჩინა კარმენმა რომ გოგოების მასზე ჭორებს ავრცელებდნენ და ბინძურ ზღაპრებს თხზავდნენ მასზე.
ცოტა ხანში კლასში გაისმა ბავშვების ჩივილი, ბავშვები ჩიოდნენ იმაზე, რომ ვიღაც მათ ჩანთაში აქცევდა რძეს და ყრიდა ტალახს. გოგონებმა ეს ყველაფერი კარმენს დააბრალეს, და თქვეს რომ მას ჰქონდა ხშირი კავშირი ტალახტან, რადგან სულ დასვრილი ტანსაცმლით დადიოდა.
მასწავლებელმა მეორე დღეს ბავშვთა კრება გამართა სკოლის ეზოში, და ყველას გააფრთხილა, რომ არ ჩაეყარათ ტალახი და მსგავსი რამეები მოსწავლეების ნივთებში. კარმენმა, როგორც იქნა ჩაილაპარაკა, რომ ეს ყველაფერი მას არ გაუკეთებია და გოგონებს გადააბრალა, მასწავლებელმა ეს საყურადღბოდ არ ჩათვალა, და გოგონას ლუღლუღი უპასუხოდ დატოვა. მასწავლებლის წასვლის შემდეგ გოგონებმა კარმენს დაემუქრეს, და ცემეს ის, ლაპარაკის დროს გოგონები კარმენს უახლოვდებოდნენ, კარმენი კი უკან იხევდა, ამ დროს კარმენმა შემთხვევით ფეხი ჩადგა კანალიზაციის ჭაში. გოგონებმა სიცილი ატეხეს და მას სასტიკად დაცინეს, როცა კარმენი ზემოთ არ ამობრუნდა, გოგონების სიცილი გაოცებამ შეცვალა, კარმენი ჭაში ჩახრჩობილიყო და კისერი მოეტეხა, პოლიციამ მკვდარი კარმენი წაიყვანა, გოგონებმა კი თქვეს რომ კარმენს შემთხვევით დაუცდა ფეხი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხუთივე გოგონა შეაწუხა წერილებმა ემაილ-ზე, წერილში ეწერა მათი სიკვდილის თარიღი. გასაკვირია , მაგრამ ლეგენდის თანახმად ხუთივე გოგონა ერთ ღამეს მოკლეს, ხუთივე კანალიზაციის ჭაში, ხუთივე ისე როგორც კარმენი: ფეხებ მოტეხილი, კისერ მონგრეული და დასახიჩრებული.
ლეენდის თანახმად კარმენს სამარა დაერქვა, ის ჭაში ცხოვრობს და ადამიანებს აბაზანაში, ტბებზე და მდინარეებთან ენახვება, ის ისეთ ადამიანებთან მიდის რომლებიც ბინძურ საიდუმლობ მალავენ.

მასზე გადაღებულია კინო რომელსაც ,,ზარი'' ეწოდა, მართალია კინო ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ლეგენდასთან მაინც ახლოსაა, რათქმაუნდა ოდნავ შეცვლილი შინაარსით.


შემდეგ ლეგენდას ეწოდება ,,თეთრი ქალბატონი''
დიდი ხნის წინად, ერთ სოფელში ცხოვრობდა ქალბატონი, რომელსაც გოგონა ჰყავდა. გოგონას ემა ერქვა. მარტოხელა ქალს არაფლის საშვალება არ ჰქონდა და ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ.
ერთ დღეს ემა გაუჩინარდა, პოლიციამ გოგონა ყველგან ეძება მაგრამ კვალს ვერ მიაკვლია, პოლიციელებმა თქვეს, რომ ის შემთხვევით დაიხრჩობოდა. დედა კი დარწმუნებული იყო იმაში, რომ მისი შვილი ფერმერებმა მოკლეს.
დედა ღამით წავიდა შვილის საძებნელად, მან თან ორი ძაღლი წაიყვანა, დედამ კვალს ვერ მიაგნო და თავის მოკვლა გადაწყვიტა, ის ტბაში ჩახტა და თავი დაიხრჩო. 
მოსახლეობა დღესაც ამტკიცებს, რომ ღამ-ღაამობით ტბასთან ახლოს თეთრი ქალბატონის სული ჩნდება, რომელსაც თან ორი ძაღლი დაყავს, მოსახლეობა ამბობს, რომ ის ბოროტი სულია და მხოლოდ კაცებს ერჩის, იმ ადგილას გაუჩინარებული იქნა ხუთამდე მამაკაცი, რომლის ადგილსამყოფელს ვერავინ ვერ მიახწია, ასევე უკვალოდ იქნა მოკლული ფერმერი, რომელზეც თეთრ ქალბატონს ეჭვი ჰქოდა.

"საძინებლის სინათლე"
 ერთ ძველ ქალაქში ცხოვრობდა ორი გოგონა: მენდი და კელი. მათ ერთმანეთი სკოლაში გაიცვნეს, და დადგა მათი კოლეჯში წასვლის დროც, მენდი დიდი ხანი ამბობდა რომ უცნაურ სიზმრებს ნახულობდა და ამით შეწუხებული იყო.
მედი და კელი კოლეჯში კარგად ერთობოდნენ, უკვე რამდენიმე თვე იყვნენ კოლეჯში და მათი გამოცდების დროც დადგა, წინა ღამეს ისინი დიდ ხანს ემზადებოდნენ. კელი მენდის ოთახში იყო გასული და ამზადებდა მას, რადგან ის ძალიან ზარმაცი და უცოდინარი გოგონა იყო, მათ მენდის საძინებლიდან რაღაცის ხმა გაიგონეს, კელიმ სთხოვა მენდის დაეკეტა ფანჯარა მის ოთახში, მენდი ოთახში შევიდა, გამოსვლისას კი თქვა, რომ ოთახში ფანჯარა დაკეტილი იყო.
გოგონები ღამემდე მეცადინეობდნენ, ღამე მენდის ძილი მოუნდა და კელის უთხრა რომ ძალიან ეზარებოდა მეცადიონებოა, სთხოვა მას გასულიყო მის ოთახში თვითონ კი დაიძინებდა. კელი მის ოთახში გავიდა და ცოტა დაისვენა, მალე მას გაახსენდა, რომ კელისთან მისი წიგნი ჰქონდა დარჩენილი და შებრუნდა ოთახში, აიღო წიგნი და მენდის საძინებელ ოთახში გავიდა, ოთახი ჩაბნელებული დახვდა, როგორც კი ის ოთახში შევიდა უცხო ხმამ დაიჩურჩულა:
-გთხოვ! არ აანთო შუქი!
კელიმ იფიქრა რომ ეს მენდი იყო, და მას ნახევრად ეძინა, შემდეგ კი უკან გამობრუნდა.
დილას კელი გაემართა გამოცდების დასაწერად, მენდის კარები ღია დახვდა, იფიქრა, რომ მენდი უკვე ქვემოთ იყო ჩასული რადგან ოთახში სინათლე არ ენთო, ის ქვემოთ ჩავიდა და შეუდგა გამოცდების დაწერას, თუმცა საკლასო ოთახში მენდი არ დახვდა, კელი გამოცდას ხელის კანკალით წერდა, დამთავრების შემდეგ კი მენდის ოთახში ავარდა, მენდის სახლი ცარიელი იყო, ხოლო როცა მენდის ოთახში შევიდა, იქ საშინელი სანახაობა დახვდა…. საწლთან მკვდარი მენდი ეგდო, ხოლო კედელზე კი სისხლით ეწერა: კმაყოფილი ხარ, იმით რომ შუქი არ აანთე…?



Picture
დაწყევლილი წიგნი




ეს ისტორია ქალბატონმა ნანამ მოგვაწოდა თბილისიდან:
ბვშვობიდან ძალიან მიყვარდა სულებზე ისტორიების მოსმენ, ყოველთვის მჯერროდა ამ ამბების და დეიდაჩემს ვაყოლებდი ხოლმე. დეიდაჩემი საკმაოდ უცნაური ქალი იყო, მუდამ ამტკიცებდა, რომ სულები არსებობდნენ და მათ შეეძლოთ ჩვენთან კავშირის დამყარება. როდესაც წამოვიზარდე და უმაღლესში ჩავაბარე, ამ თემამ უფრო დამაინტერესა. ერი კურსელი მყავდა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ეს საკითხი. თავისი ბებია გამაცნო, თურმე ახალგაზრდობაში ბევრი ასეთი მოვლენის მომსწრე გამხდარა. მოკლედ, ბოლოს ჩემმა ინტერესებმა და უაზრო ცნობისმოყვარეობამ გამომითხარა ძირი.
ჩემი კურსელის ბებიამ ერთი ძველი წიგნი მომცა, წიგნი რუსულად იყო და ფურცლები სიძველისაგან სულმთლად გადაყვითლებულიყო, მე შევუდექი კითხვას. ყველაფერი ეწერა სულებზე და მათთან კავირის დამყარებაზე. ერთი-ორი რიტუალი მეც ჩავატარე და ვცადე სულის გამოძახება. 1 თვის მანძილზე შედეგი, რომ ვერ მივიღე გავბრაზდი და გაბრაზებულმა წიგნი სანაგვეში ჩავაგდე. გადიოდა დრო, მე კი ისევ დიდი მონდომებით ვეძებდი ინფორმაციას სულებზე. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც სახლში მარტო ვიყავი, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი, დაღლილი ვიყავი დ მალევე ჩამეძინა. ღამე გამეღვიძა, ასე 3 თუ 4 იქნებოდა, ავდექი აივანზე გავედი და სიგარტი გავაბოლე. მოწევა, რომ დავასრულე ოთახში შევედი და ივნის კარი გამოვიხურე. ოთახში, რომ შევედი მაგიდაზე ის წიგნი დამხვდა, იმ ქალმა, რომ მაჩუქა და შემდეგ მე, რომ გადავაგდე. გაოცებულმა ავიღე წიგნი. არადა ჩემი თვალით დავინაღე ნაგვის მანქანამ როგორ გაიტანა ურნა, რომელშიც წიგნი ჩავაგდე.
ამ მოულოდნელი ამბის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ამ ამბის შემდეგ 2 კვირაც კი არ იყო გასული, რომ მეზობელი გარდამეცვალა. პანაშვიდზე, რომ შევედი ოთახში კარებთან ჩემი წიგნი დავინახე, სწორედ ის წოგნი, რომელიც ერთხელ გადავაგდე და შემდეგ ვიპოვე. უცბათ დავტაცე ხელი და მაშინვე სახლში ავედი. ცოტა შევშინდი მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შიში ჩამიცხრა. ერთი თვის შემდეგ ედაჩემმა შემატყობინა, რომ ბიძაჩემი გარდაიცვალა. მაშინვე ჩავიცვი შავები და გავიქეცი. ავტობუსში, რომ ჩავჯექი, ჩემს გვერდით სკამე ერთი მოხუცი კაცი დამიჯდა, საწყალი ხმით ხურდა მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარ, გავუწოდე ხურდები, მან გამიღიმა და შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა. სკამს, რომ დავხედე, თვალები გამიშტერდა! იქ ჩემი წიგნი იდო.
იმ დაწყევლილმა წიგნა ბევრი უბედურება მომიტანა. რამდენჯერაც ვიღაც გარდაიცვალა, იმდენჯერ დაიკარგა წიგნი. ბოლოს ერთ ნათელმხილველთან მივედი და მან მითხრა, რომ ამ წიგნზე შელოცვა იყო დადებული და როგორც კი პატრონს მოშორდებოდა ბოროტი სულები დაიწყებდნენ მის დაცვას. ჩემი კურსელის ბებიამ დიდი შეცდომა დაუშვა ეს წიგნი, რომ მაჩუქა. ნათელმხილველმა ეს შელოცვა მოუხსნა და მითხრა, დამარხეო. მე ასეც მოვიქეცი და დავმარხე.
ეს იყო და ეს, მას შემდეგ არავითარი უცნაუირი მოლენა არ შემმთხვევია. მაგრამ დროთა განმავლობაში მესიზმრებახოლმე ეს წიგნი.

Picture
ეშმაკით შეპყრობილი ელიზა

ამ ისტორიის წკითხვისას ელიზას ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე, მეც იგივე თემები მიტაცებს, რაც ერთ დროს ელიზას.

ელიზაც ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, ჰქონდა ბევრი თოჯინა, სამკაულები და ერთი ლეკვი. ელიზას ბავშვობიდან იტაცებდა საშიში ადგილები და სულებთან კონტაქტი. ბავშვობაში თოჯინებს, რომ ელაპარაკებოდა დედა მას გამუდმებით ეკითხებოდა თუ რატომ იქცეოდა ასე, ელიზა უმტკიცებდა, რომ თოჯინებში ადამიანები ცხოვრობდნენ და მათ ესაუბრებოდა. თანატოლებისგან მუდამ გამოირჩეოდა, არ დადიოდა ეზოში სათამაშოდ, არ უყვარდა სულელური თამაშები. მოკლედე ელიზა არ იყო ორდინალური გოგონა, მას სულ სხვა მისწრაფებები ჰქონდა და ბოლოს ამ მისწრაფებებმა იმსხვერპლა, ეს შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანსაც დაემართოს. ჰო, აი მაგალითან შენ მკითხველო! აქ თუ შემოხვედი ესეიგი მაგიური და მისტიკური თემები უნდა გაინტერესებდეს, გაიღებ ყველაფერ იმისთვის, რომ გააღო საიდუმლო კარიბჭე? შენც გსურს ზებუნებრივი ძალების მიღება? ესე იგი შესაძლოა შენც ელიზას ბედს ეწიო, აგრეთვე მეც!

უცნაური მოვლენები ელიზას სხეულში 21 წლის ასაკიდან დაიწყო. ზამთრის უსულგულო სუსხი ყველაფერს ყინავდა, გარეთ ვერცერთ სულიერს ვერ ნახავდით, ზამთრის ერთ ჩვეულებრივ ღამეს წყნარ ქალაქში ეკლესიასთან მყოფი სახლიდან სასტიკი კივილის ხმა გაიმა.. ღმერთი ჩემო, აქ ხომ ელიზა ცხოვრობდა! მშობლები მაშინვე ავიდნენ ელიზას ოთაში და კითხეს რა დაემართა. ელიზა დაახლოებით ნახევარი საათი უცნაურ ბგერებს წარმოთქვამდა, შეშინებულმა მშობლებმა მამაოს დაუძახეს, როგორც კი მამაომ, ელიზას ჯვარი შეახო თავზე მაშინვე შეწყვიტა ელიზამ ბოდვა.

დიდი ხანი ელიზაზე არავის არაფერი სმენია, ის მუდამ თავის ოთახში იყო შეკეტილი და რაღაც რიტუალებს ატარებდა. – ვინც ტკივილი მომაყენა, ვინც დამიშავა, ვინც კი გულში წყენა დამიტოვა… დაისაჯოს, დაისაჯოს როგორც საჭიროა! – ყოველდღე ასეთი სიტყვები ესმოდათ ელიზას მშობლებს. შეშინებულმა მშობლებმა მამაო მიიწვიეს ვახშამზე და ყველაფერი მოახსენეს, მამაომ ისიც გაარკვია, რომ ელიზა შავი მაგიით იყო დაკავებული და სწორედ ამიტომ, მან სული მიჰყიდა სატანას!

‘მასში ლეგიონია, ეს სრული სიმართლეა’ – ამბობდა განრისხებული მამაო.

-’მაშ როგორ მოვიქცეთ მამაო?” – ეკითხებოდნენ მშობლები. მამაომ გადაწყვიტა ელიზას ოთახში სესულიყო და ლოცვების დახმარებით, მისი სული გაენთავისუფლებინა. განაწყენებული ელიზა, უმოწყალოდ ესროდა ნივთებს მამაოს.

‘მომისმინე ელიზა, შენში ბოროტია ჩასახლებული, უნდა დაგეხმარო’ – უხსნიდა მამაო.

- ‘არა შენ მე ვერ დამაჩოქებ, მე აქედან არსად წავალ, ეს ჩემი სახლია…’- ბოზი ზმით ამბობდა ელიზა. როგორც იქნა ელიზა დააბეს. მაშინვე ამოიღო მამაომ ლოცვების წიგნი ჯიბიდან და დაჩოქილმა ლოცვა დაიწყო. იმ ლოცვას რასაც მამაო ამბობდა, პარალელურად ოღონდ უკუღმა იმეორებდა ელიზაც.

ამ რიტუალის შემდეგ მამაომ თქვა, რომ ელიზა დემონისგან გაანთავისუფლა და შინ დაბრუნდა. 6 დღის შემდეგ მამაო საკურთხეველში ჩამოხრჩობილი იპოვეს. მოსახლეობამ ეს ყველაფერი ელიზას გადააბრალა და ქალაქისთვის საშიშად გამოაცხადეს. ელიზა დაამწყვდიეს ქალაქის ციხეში. მთელი ღამეები პატიმრებს არ ეზჳნათ, ამბობდნენ, რომ ღამე საშინელი კოშმარები ესიზმრებოდათ, აგრეთვა მთელი ღამე კვნესის ხმები ჩაესმოდათ. მოსახლეობამ წერილი მისწერა რომის პაპს, ისინი ითხოვდნენ, რომ ქალაიქში მღვდელი გამოეგზავნათ, რომელიც 21 წლის ახალგაზრდას იხსნიდა დემონის კლანჭებიდან. რომის პაპმა მალევე დაუკმაყოფილა მოთხოვნა ქალაქს და მღვდელი გააგზავნა. მამა ჩარლზს უამრავი შეპყრობილი უხსნის სასტიკი ეშმაკისაგან. როდესაც მამა ჩარლზი ელიზას საკანში შეუშვეს მან მოითხოვა, რომ ნაკურთხი წყალი დაეტოვებინათ და საკანს მოშორებოდნენ. ელიზა სასოწარკვეთილი ხმით კიოდა, კივილი ღრიალში გადადიოდა და შემდეგ ისევ კივილში. -’იესო მომეცი ძალა!’ – თქვა ჩარლზმა და აიღო ჯვარცმა, მიიტანა ელიზასთან შუბლზე დაადო და ბოხი ხმით დაიწყო ლოცვა. ელიზა ღრიალებდა! შველას ითხოვდა, ხმას იცვლიდა. ხან ძაღლივით წკმუტუნებდა, ხან კატასავით კნაოდა, ხან ბავშვივით ტიროდა, ხან არაადამინურად კიოდა!… ბევრმა ვერ გაუძლო ამ სანახაობას და გული წაუვიდათ. ‘შემეშვი და ძალაუფლებას მოგცემ, შემეშვი და ერთად ბევრს შევძლებთ’ – ღრიალით მიმართავდა ჩარლზს ელიზა. როცა მსგავსი ტრიუკებით ვერ დაიყოლია, ყველაფერი გაიხადა და თავისი სხეული შესთავაზა, ყველამ კარგად დაინახა როგორ შემოახია ანაფორა მამაოს, მაგრამ ჩარლზი არ წყვეტდა! ის კვლავ განაგრძობდა ლოცვას.

‘არა… გთხოვ, დამტოვე სახლში!’ – ყვიროდა ელიზა გამწარებული ხმით, მაგრამ ამავე დროს “მეორე” ელიზა სულ სხვა რამეს ითხოვდა, ‘მიშველეთ, დამეხმარეთ, გთხოვთ, შეისმინეთ ჩემი თხოვნა!’ – ბოლოს სატანა დანებდა… მან მიატოვა ელიზას სული, მაგრამ ეს უბრალოდ არ მომხდარა, მან დიდი კვალი დატოვა! ‘გიბრძანებ ქრისტეს სახელით, განვედ სატანავ, დატოვე ელიზას სული, ამინ! – თქვა ჩარლზმა და ამ დროს გაისმა ღრიალის ხმა, ასეთი ხმა არასდროს, არავის, არსად არ სმენია! ეს რაღაც არაადამიანური ხმა იყო, ეს ხმა მთელმა ქალაქმა გაიგო. ‘მე ისევ დავბრუნდები… არ გეგონოთ, რომ სამუდამოდ გტოვებთ!…’ – ასეთი ხმით დატოვა სული სატანამ! ამავე დროს ფანჯრიდან გადმოფრინდა შავი მამალი და დააფრინდა ელიზას.

ამ დღემ შეცვალა ქალაქის ცხოვრება, ელიზა ცნობილი წინასწარმეტყველი გახდა, ის გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. ეშმაკით შეპყრობილი ელიზა გადაიქცა, კეთილ და ყოვლისმცოდნე ქალად!

ასე დამთავრდა  შეპყრობილი ელიზას ისტორია.



Picture
აჩრდილები ჩვენს ცხოვრებაშიეს ისტორია აქამდე არავისთვის მომიყოლია, ერთ დროს ამ ისტორიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. ქუჩაში გასვლისაც კი მეშინოდა, თავიდან არ მჯეროდა, რომ მსგავსი არსებები არსებობდნენ, მაგრამ მინდა ხალს ვუთხრა, რომ დაიჯერონ, დაიჯერონ რადგან შეიძლება ერთხელაც ამ ყველაფრის მომსწრენი გახდნენ.

ყველაფერი ჩემი ნათესავის გასვენებაში დაიწყო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სერიოზულად ვიჩხუბეთ, ბოლოს ისე გავამწარე, რომ მითხრა ვერ გიტან და მოკვდიო. მეორე დღეს კი შევიტყვე, რომ ავარიის შედეგად გარდაიცვალა. პანაშვიდებზე დავდიოდი, ეკლესიაში ვლოცულობდი, რომ სამოთხეში მომხვდარიყო, გასვენების ღამეს რაღაც უცნაური ხმები მესმოდა. სახლში მარტო ვიყავი, მეუღლე უცხოეთში იყო და ძალიან შემეშინდა. გავყევი ამ ხმას და მიმიყვანა იმ ოთახამდე სადაც მე ვეჩხუბე, ჩემს გარდაცვლილ ნათესავს (ღმერთმა ნათელში ამყოფოს). შემეშინდა, ამას ვერ დავმალავ, ძალიან შემეშინდა სულ ვცახცახებდი. ოთახში, რომ შევედი ხმა აღარ ისმოდა. ვიფიქრე დანაშულის გრძნობა მაწუხებს და მაგიტომ მემართება ასემეთქი, მაგრამ მეორე დღეს იგივე განმეორდა, ასე მეორდებოდა ერთი კვირა. შემდეგ მამაო მოვიყვანე სახლში, სახლი აკურთხა და მერე კარგა ხანი არაფერი მესმოდა. ცოტა ხნის შემდეგ დილაობით, გამთენიისას რაღაც კივილის ხმა მაღვიძებდა და, რომ ვიღვიძებდი საწოლი ირხეოდა. ასე ხდებოდა ყოველ დილას ნახევარი საათის განმავლობაში. ისე შევშინდი, რომ გარეთაც ვერ გავდიოდი და ხმასაც კი ვერ ვიგებდი.  ეს ამბავი, ჩემს დაქალს მოვუყევი და მირჩია, ერთი კარგი ექსტრასენსი ვიცი და მიგიყვანო. მართლაც მივედით, ამ ქალმა რაღაც რიტუალები ჩაატარა, გარშემო შემომიარა და მითხრა, გარდაცვლილ სულს უნდა, რომ ბოდიში მოუხადოო. მე ფერი დავკარგე და ტირილი ამიტყდა, მან დამამშვიდა და მითხრა ახლა სული ჩემთანაა და შეგიძლია უთხრა ის, რაც გსურსო. ატირებული ხმით ბოდიშო მოვუხადე ჩემს ნათესავს, ვუთხარი როგორ მიყვარდა და როგორ მენატრებოდა, ბოდიშიც მოვუხადე. სეანსი, რომ დამთავრდა ექსტრასენსმა გამამხნევა და მითხრა, ჩემთან მსგავსი ფაქტებით უამრავი ადამიანი მოდის და ყველას ვეხმარებიო. ამან უფრო გამამხნევა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი.

ეს ისტორია მოგვიყვა, ქალბატონმა მერიმ.ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა, მან შეცვალ ჩემი ცხოვრების წესი. დიდი ხანია ეს ამბავი არავისთვის არ მომიყოლია, გადავწყვიტე თქვენი ბლოგის მკითხველებს გავაცნო ეს ისტორია.

მე და ჩემი მეუღლე, რომ დავქორწინდით გადავწყვიტეთ, საცხოვრებელი ადგილი შეგვეცვალა და ვიყიდეთ დიდი სახლი გვეყიდა სადაც ჩვენი შვილები თავიუფლად ირბენდნენ. ერთ სახლს გადავაწყდით, ისეთი იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა, ფასმა დაგვაკმაყოფილა და ვიყიდეთ. როდესაც გადმოვედით ძალიან მოგვეწონა მაგრამ ღამე რაღაც უცნაური ხმები გვესმოდა, თითქოს პირველ სართულზე ვიღაც ჭურჭელს ამტვრევსო. პირველ დღეს გვეგონა ქურდი შემოიპარა და ჩვენს გაქურდვას ცდილობსთქო მაგრამ, რომ ჩავედით არავინ დაგვხვდა. ვიფიქრეთ მეზობელს გაუტყდა რამე და ხმა გამოდიოდა მაგრამ მეორე დღესაც იგივე, რომ გვიგეთ მერე უკვე შეგვეშინდა. ასე მეორდებოდა 3 დღე, შემდეგ ნათესავმა გვირჩია მამაოს აკურთხებინეთო. იმ დღესვე მოვიყვანეთ მამაო და ვაკურთხებინეთ მთლიანი სახლი, რომ ვთქვა ამ კურთხევამ რაიმე შედეგი გამოიღომეთქი მოგატყუებთ, არავითარი შედეგი არ ჰქონია. მეორე დღეს ვგრძნობდით, რომ ვიღაც ხელს გვკრავდა და ლოგინიდა გვაგდებდა, იმ წუთას ვიღვიძებდითხოლმე და ვხედავდით, რომ იატაკზე ვიყავით გაშხლართულნი. მეორე დღსვე მივმართეთ ადგილობრივ ქესტრასენსს და მოვახსენეთ ყველაფერი, რაც თავს გადაგვხვდა. ექსტრასენსმა გარკვევით გვითხრა, რომ ეს ყველაფერი იყო ე.წ პოლტერგეისტის ოინები. თან გვითხრა, რომ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ იმ ადგილას ადრე ერთი ქალი ცხოვრობდა, რომელიც იძულებით გააგდეს სახლიდან და სიცოცხლე თავის სახლთან თვითმკვლრლობით დაასრულა. ექსტრასენსის აზრით, ამ ქალის სული დარჩა ამ სახლში და ჩვენ გვიბრაზდებოდა იმისთვის, რომ მრავალწლიანი სიმყუდროვე დავურღვიეთ.
ექსტრასენსი მოვიდა ჩვენს სახლში, რიტუალები ჩაატარა, სულს გაესაუბრა და წასვლის წინ გვითხრა, რომ სული დაამშვიდა.

უკვე მრავალი წელია ვცხოვრობთ ამ სახლში, უკვე 2 შვილი გვყავს ლაზარე და მარიამი მაგრამ აღარავითარი პრობლემა არ გვაწუხებს. სულმა იპოვა თავისი გზა და დაგვტოვა.




3/25/2017 08:55:14 am

Ar mjera magram kitxvidas kinagam gavgijdi

Reply



Leave a Reply.