საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა


რაა თქმა უნდა არც ზებუნებრივი სულები, არც მოჩვენებები და მსგავსი არსებები
არ არსებობენ,
მაგრამ როცა ამგვარ ისტორიებს ვკითხულობთ წამით ვუშვებთ მათი არსებობის
ალბათობას,
გვეშინია და გვინდა სხვა რამეზე ვიფიქროთ, მითი თუ რეალობა ? ამას მნიშვნელობა აღარაქვს
რადგან ეს ისტორიები და სხვადასხვა ეპიზოდებიჩვენამდე მოღწეულია.


საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა

Carmina Burana ~ O Fortuna _ Carl Orff ~ André Rieu

Powered by mp3skull.com

**********
აბადონი - სიცარიელის დემონი. მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის, რადგან
დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს–„არავინ“. მის მფობელობაში შედის გვალვა და კალიები,აგრეთვე
ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება,რომელიც თავს ატყდება ხალხს მოულოდნელად.ის გამოიყურება
როგორც ბოროტი დაბალი ადამიანი ან ჩონჩხი–ხორცის ჩამოკიდებული ნაგლეჯებით
მოიხსენიება როგორც
სიკვდილის ანგელოზი.მას არა აქვს სიმბოლო და იგი მოვა მხოლოდ ბოლო დღეს


საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
ინდური სოფელი ჯატინგა ფრინველთა სასაფლაოს სახელით არის ცნობილი.
ყოველ აგვისტოს ასეულობით ფრთოსანი მთელი ძალით ეხეთქება მიწას. ფრინველთა თვითმკვლელობა
რამდენიმე დღეს გრძელდება. გლეხები ამ პერიოდს "ფრინველთა დაცემის ღამეებს" ეძახიან,
სპეციალურად იკრიბებიან კოცონთან, რათა უცნაური მოვლენის ცქერით დატკბნენ. ინდოელების აზრით, ეს
ღვთის საჩუქარია. ორინტოლოგები წლების მანძილზე სწავლობდნენ ჯატინგას ფენომენს. ერთ-ერთი
ვერსიით, ფრინველებს ძლიერი გეოფიზიკური ანომალიის გამო მიმართულება ეცვლებათ,
ცეცხლის
შუქისკენ მიფრინავენ, სწორად ვერ საზღვრავენ დაშორებას და იღუპებიან.


საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა.ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც
სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო.ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი
ჭექა-ქუხილიიყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა,

მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს
, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს,
მერი კი გაქრა.ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს “bloody mary i see you” ან “I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა.ძალიან ბევრი ადამიანიწერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
ლეგენდა მოგვითხრობს ავსტრალიაში მომხდარ ამბავზე, რომელიც თავს ახალგაზრდა ძიძას გადახდა.
წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ
კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი
ბოხი ხმა გაისმა :რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი
აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან
ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში
ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და დიდხანს ელაპარაკა, ამ
გზით ისინი დაადგენდნენ მოლაპარაკის მდებარეობას, და აი ისევ გაისმა ზარი, კაცი ამ ჯერზე შემდეგ სიტყვებს
ამბობდა :
რატომ არ აკონტროლებ ბავშვებს? იქნე ზემოთ ვარ?. პოლიციამ მეორე სართული ისევ გადაამოწმა
, და წავიდა. პოლიციის წასვლის შემდეგ ძიძამ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მეორე სართულზე ავარდა, იქ
მხოლოდ ბავშვი ეგდო, რომელიც აღარ იყო ცოცხალი, დანაწევრებული ბავშვი კუთხეში ეგდო, ხოლო იატაკზე
კი სისხლიანი ნაჯახი. ძიძა გადარჩა, მაგრამ მას მკვლელი არ უნახია. ლეგენდის მიხედვით მკვლელი სახლში
მარტო დარცენილ გოგონებზე ნადირობს.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
Myrtles-ის პლანტაციას თავდაპირველად ერქვა Laurel Grove-ი და 1796 წელს აშენდა გენერალ Bradford-ის
მიერ. არსებობს რამდენიმე ლეგენდა, რომელიც დაკავშირებულია ამ ადგილთან. ყველაზე გავრცელებული
და პოპულარული ლეგენდა კი ეხება Chloe-ს. იგი იყო მონა, რომელიც იძულებული გახდა გამხდარიყო
გენერლის საყვარელი. როდესაც გენერალმა ინტერესი დაკარგა Chloe-ს მიმართ, მან აქტიურად დაიწყო
გენერლის თვალყურის დევნება. ერთ დღესაც ის ყურმოჭრილი იპოვეს, რის შემდეგაც მან დაიწყო მწვანე
ჩალმის ტარება, რითაც საკუთარი ნაკლის დაფარვას ცდილობდა. ამის შემდეგ, მან შეცდომით მოწამლა
გენერლის ცოლი და ორი შვილი.
როდესაც მან აღიარა დანაშაული სხვა მონებთან, იგი მოკლეს და მისი
სხეული მდინარე მისისიპიში გადააგდეს. ამის შემდეგ ქალის სული პერიოდულად ჩნდება პლანტაციაში
და უკეთია მწვანე ჩალმა, როგორც Chloe-ს.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
ის ქალაქი, სადაც ეს სასტუმრო მდერეობს, აღიქმება ყველაზე საშიშ ადგილად დედამიწაზე. ეს კი
გამოწვეულია საკმაოდ შემაშფოთებელი ისტორიით. როგორც ცნობილია, სასტუმროში დასახლებულია
ქალის მოჩვენება, რომელსაც ჰქვია Elizabeth-ი. სასტუმროს მფლობელს George Wingfield-ის ჰქონდა
რომანი Elizabeth-თან, რომელიც მისგან დარჩა ფეხმძიმედ. Wingfield-ის არ სურდა პასუხისმგებლობის
საკუთარ თავზე აღება. მას არ უნდოდა საკუთარი რეპუტაციის შელახვა, რადგან იგი იყო მდიდარი და
გავლენიანი ადამიანი. იმის გამო რომ ეს ფაქტი ცუდად იმოქმედებდა მის რეპუტაციაზე მან ქალი მიატოვა.
მან Elizabeth-ი 109-ე ოთახში მიაჯაჭვა რადიატორზე და იქ ბავშვის დაბადებამდე დატოვა. როდესაც
ბავშვი დაიბადა, George-მა იგი სასტუმროს ქვეშ არსებულ შახტში ისროლა. Elizabeth-ი ამ ინციდენტის
შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მისი სული არასდროს არ წასულა ამ ქვეყნიდან. როგორც ცნობილია,
ამ ადგილას ხშირად ისმის ბავშვის ტირილი და ქალის ხმა. ზოგი ადამიანი კი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას
ხშირად დგას George Wingfield-ის სიგარის სუნი.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
მე-18 საუკუნეში პარიზის სასაფლაოები იმდენად იყო გადაჭედილი, რომ თითუელი რამდენჯერმე იყო
გამოყენებული.
გვამები ესვენა პირდაპირ მიწაზე და ერთმანეთზე დასაფლავების გარეშე. ეს კი იწვევდა
ადამიანების ნარჩენების მიწაში გაჟონვას, რაც აბინძურებდა წყალს. ეს სანიტარული პირობები პარიზში
ხშირად ხდებოდა ადამიანების გარდაცვალების მიზეზი და 1786 წელს გადაწყდა, რომ გამოეყენებინათ
გარეუბნებში არსებული მიწისქვეშა ცარიელი გვირაბები, რათა მიეჩინათ ადგილი გვამებისათვის.
მრავალი
წლის შემდეგ მოხდა გვამების გახრწნა, რამაც გამოწვია პარიზის კატაკომბების გაჩენა. სწორედ ეს ადგილი
გახდა მოჩვენებების სამყოფელი. მრავალი ტურისტი აღნიშნავს, რომ მათ შეეხო და ხელი კრა უცნობმა
ძალამ. ეს არის ყველაზე საშიში ადგილი ღამით.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
Waverly Hills სანატორიუმი თავდაპირველად 1883 წელს ოჯახმა შეიძინა, როგორც საცხოვრებელი სახლი,
მაგრამ მოგვიანებით 1900 წლის დასაწყისში იგი გადაკეთდა სანატორიუმად, სადაც მკურნალობდნენ
ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანებს.
მაგრამ ყველა ვინც აქ სამკურნალოდ მოდიოდა, საბოლოოდ
კარგავდა ცხოვრებას. ათასობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ამ სანატორიუმში, ასევე მრავალი ადამიანი
კვდებოდა ყოველდღიურად. არაბუნებრივი სიკვდილის გამო, მრავალი ადამიანის სული იგრძნობა ამ ადგილას. სანატორიუმის მნახველებს ესმით ხმები და ხედავენ მოჩვენებებს. ყველაზე საშიში სანახაობა არის ბავშვი
ს მოჩვენება, რომელსაც თვალები არ გააჩნია. ერთ-ერთ ოთახში თუ იატაკზე გააგორებ ბურთს, ბურთი უკან
თავისით ბრუნდება. ეს ადგილი არის საკმაოდ საშიში და ბნელი.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ ადგილად დედამიწაზე შეიძლება მივიჩნიოთ “თოჯინების კუნძული”,
რომელიც მეხიკო მდებარეობს.
იქ გამგზავრება მხოლოდ იმ პირობით შეგიძლიათ, თუ თქვენ
ნამდვილად გაქვთ რკინის ნერვები, იმიტომ, რომ რთული წარმოსადგენია ამ ადგილზე საშიში
და ამაზრზენი ადგილი.ეს ადგილი ერთერთია მეხიკოს ფედერალური რაიონებიდან. იმ ადგილას
სადაც ორი არხი ერთმანეთს კვეთს მდებარეობს ეს იდუმალებით მოცული ადგილი,სადაც, ხეებზე
კიდია დამახინჯებული თოჯინები, რომლებითაც ოდესღაც თამაშობდნენ ჩვეულებრივი ბავშვებია
რსებობს ორი ლეგენდა, იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს თოჯინები კუნძულზე.ერთერთის
მიხედვით, კუნძულის ერთადერთი მცხოვრები ხულიო სანტანა ბარერამ, დაიწყო ჩამოკიდება თოჯინების
წინა საუკუნის 50იან წლებში, იმის იმედით, რომ ეს თოჯინები დააფრთხობდა ავ სულებს და დაიცავდა მას.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
მეორე ლეგენდა გვიამბობს,რომ კუნძულთან შორი ახლოს დაიხრჩო პატარა გოგონა, ხულიომ დაიწყო
თოჯინების ჩამოკიდება ხეებზე, იმიტომ რომ გოგონას სული, რომელიც უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა
ამ ადგილებში,
არ ეგრძნო თავი მარტო.ხულიო კიდებდა თოჯინებს ამ კუნძულზე, დაახლოებით 50
წლის განმავლობაში, სანამ 2001 წელს თვითონ არ დაიხრჩო კუნძულის მახლობლად.მათმა ნათესავებმა
კი მემკვიდრეობით მიიღეს ეს კუნძული და ტურისტულ ადგილად აქციეს.დღეს კუნძულზე 1000 ზე მეტი
სხვადასვხა სახის თოჯინაა, რომელებიც ან ჩამოკიდებულია ან მიჭედებულია ხეზე.ყველა მათგანა საკმაოდ
სასტიკად გამოიყურება : კაბების მაგივრად, ბეწვებით და ხალიჩის ნაგლეჯებით არიან შემოსილნი, უმეტესება მათგანი დამახინჯებულია, უთმოდ, უთავოდ და უთვალოდ.თუნდაც თოჯინები ყოფილიყო კარგ მდგომარეობაში როდესაც მათ კიდებნდენ, ეხლა რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ, ისინი სასტიკად გამოიყურებიან.ამიტომ, ეს ტურისტული ატრაქციონი ნამდვილად არ დატოვებს არავის გულგრილს.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
ეს ისტორია ერთ ახალგაზრდა ქალს ეხება რომელსაც ასეთი რამ გადახდა. ერთ დღეს სავაჭრო ცენტრიდან
რომ გამოდიოდა საკუტარ მანქანაში მოხუცი ქალი დაინახა. როდესაც დაუპატიჟებელ მგზავრს გაესაუბრა
აღმოჩნდა რომ ქალი ცუდად გამხდარა და მისი შვილის მანქანა აერია. მოხუცმა ქალს სთხოვა რომ საავადმყოფოში
წაეყვანა რადგან ისევ ცუდად გრძნობდა თავს.
ქალმა მოხუცს სთხოვა რომ გადასულიყო და მანქანის გაყვანაში
დახმარებოდა თუმცა დანაპირევი არ შეუასრულა, გამოყვანისას ეგრევე გაქანდა და პოლიციას მიაშურა ხოლო
მოხუცი ქალი სავაჭრო ცენტრთანდ დატოვა. პოლიციამ მანქანა გაჩხრიკა და უკანა სკამის ქვეშ დამალული
ნაჯახი იპოვეს რომელიც მოხუცად გადაცმულ მკვლელს მიეკუთვნებოდა


საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
ისტორია უნივერსიტეტის კამპუსზე მოხდა. გოგოები რომლებიც ოთახს ინაწილებდნენ დაპატიჟებულები
იყვნენ დისკოტეკაზე, ერთმა უარი განაცხადა და სწავლაში ჩაეფლო ტესტისთვის რომ მომზადებულიყო
ხოლო მეორემ გზას მიაშურა. როდესაც გოგონა დისკოტეკიდან დაბრუნად შუქის აუნთებლად ლოგინში
დაწვა და დაიძინა რომ მისი მეგობარი არ გაეღვიძებინა. მეორე დილით მან ადრე გაიღვიძა, გამთენისას,
დაქალის ლოგინთან მივიდა და გადმოაბრუნა. გოგონას გული გაუსკდა, მისი მეგობარი ლოგინზე ყელგამოჭრილი
ეგდო ხოლო ლოგინის თავზე ასეთი რამ ეწერა:
ხომ გიხარია შუქი რომ არ აანთე?!” როგორც გაირკვა აღმოჩნდა რომ როდესაც გოგონა ოთახში დაბრუნდა მისი მეგოაბრი ახალი მოკლული იყო და მკველი ჯერ კიდევ ოთახში იდგა თუმცა სიბნელეში მოახერხა გაპარვა.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
ლეგენდა ერთ მოხუუც ქალზეა რომელიც სახლში მარტო თვითონ ცხოვრობდა ძაღლთან ერთად. ერთ
დღეს გაიგო რომ ციხიდან მკვლელი გაქცეულა, ამიტომ მან ყველაფერი ჩარაზა და მხოლოდ ერთი პატარა
ფანჯარა დატოვა ღია რომელიც ისე პატარა იყო იქიდან შემოძრომა ყველას გაუჭირდებოდა. ღამით ქალბატონი მშვიდად დაწვა ლოგინში თუმცა მას მალევე გამოეღვიძა რადგან რაღაც წვეთავდა, იგი სამზარეულოში გავიდა თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა ამიტომ ისევ ლოგინს მიაშურა, ხელი ლოგინის ქვეშ ამოდო, ხელი ძახლმა ალოკა,
ქალი დაწყნარდა და დაიძინა. შემდეგ ისევ გაეღვიძა იგივე მიზეზით თუმცა ამჯერად მიხვდა რომ ხმა კარადიდან
მოდიოდა, როდესაც კარადა გააღო იქ მისი ჭაღლი ეკიდა ყელგამოჭრილი ხოლო იქვე სისხლით ეწერა: “ლოკვა
ადამიანებსაც შეუძლიათ.”


საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
**********
ერთი მოზარდი ნაცნობებს ბავშვების დატოვებას დათანხმდა რადგან მშობლები გვიანობამდე გადიოდნენ, ოჯახი მდიდარი იყო და ამიტომ მათ დიდი სახლი ჰქონდათ. ბავშვების მამამ გოგონას უთხრა რომ ბავშვებს რომ დააინებდა ერთ-ერთ ოთახში შესულიყო და ტელევიზორიშტვის ეყურებინდა რადგან არ უნდოდა გოგონას ამხელა სახლში ებოდიალა. როდესაც ბავშვებმა დაიძინეს გოგგონა ზუსტად იმ ოთახში შევიდა რომელში შესვლაც უთხრეს და ტელევიზორი ჩართო.ოთახი დიდი იყო და იქვე ერთი კლოუნის ქანდაკება იდგა, გოგონას შემზარავად უყურებდა. გოგონა თავს ცუდად გრძნობდა ამ კლოუნის გარემ,ოცვაში და ამიტომ ოჯახის უფროსს დაურეკა და სთხოვა რომ სხვა ოთახში შესვლის უფლება მიეცა, ხოლო მისგან ასეთი ბრძანება მიიღო. “დროზე, ბავშვებთან შედი 911-ში დარეკე, ზედმეტი კითხვები არ გინდა დროზე იჩქარე.” გოგონამ უსიტყვოდ დარეკა პოლიციაში და სანამ პოლიცია მოვიდოდა ისევ დარეკა მამასთან და კითხა რაში იყო საქმე, პასუხად კი უპასუხეს რომ მათ კლოუნის ქანდაკება არასდროს ქონიათ. ასევე მშობლებმა თქვეს რომ ბავშვებს ეშინოდათ და ამბობდნენ რომ მათ ღამით კლოუნი უურებდათ, თუმცა მშობლებმა კოშმარებს მიაწერეს. აღმოჩნდა რომ ეს კლოუნი ერთი უსახლკარო ლილიპუტი იყო და სახლის ზომის გამო რამოდენიმე კვირის განმავლობაში არავის შეუმჩნევია.

საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა
საშიში ისტორიები - ლეგენდა თუ რეალობა



Leave a Reply.