1) "GANGNAM STYLE''-ის გამომგონებელი PSY 2002 წელს დაკავებული იყო მარიხუანას შენახვისთვის
2) შეყვარებულის გაჩენა სავარაუდოდ იწვევს 2 მეგობრის დაკარგვას

3) მიკი მაუსი 18 ნოემბერს გახდა 82 წლის
4) შოკოლადი შეიცავს მინარევებს, რომელიც ადამიანის ტვინზე ისეთივე ზემოქმედებას ახდენს, როგორც მარიხუანა

5) მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ყოველ ღამე მშიერი იძინებს
6) "გამარჯობა" სპეციალურად იქნა გამოგონებული, რადგან არავინ არ იცოდა თუ როგორ უნდა დაეწყო ტელეფონზე საუბარი

7) ქალების 80% სვამს კითხვას იმის შესახებ, რაზეც პასუხი უკვე იცის
8) ადამიანები, რომლებიც ხშირად იყენებენ სარკაზმს, უფრო განათლებულები არიან

9) ყოველ 7 წელიწადში, შენ კარგავ მეგობრების ნახევარს და ანაცვლებ მათ ახლებით
10) სიგარეტის 1 ღერი შენ სიცოცხლეს 11 წუთით ამცირებს

11) 70% ჩვენი სტრესისა და დეპრესიის გამოწვეულია ძალიან ბევრი ფიქრით
12) "ვწუხვარ" - ქალი უფრო მეტჯერ ამბობს ვიდრე კაცი, რადგან ამის რეალური შეგრძლება ქალს უფრო აქვს

13) დაბნეული ადამიანები ისეთივე კრეატიულები არიან, როგორც ჩვეულებრივები
14) მეცნიურული დასკვნა: სწრაფი კვების საჭმელი უფრო ბინძურია, ვიდრე ტუალეტის წყალი
15) მომღერალი Akon-ის სრული სახელია Aliaune Damala Badara Thiam

16) ქალები უფრო სწრაფად კითხულობენ, ვიდრე კაცები
17) მსოფლიოს პრეზიდენტებს შორის უღარიბესია ურუგვაის პრეზიდენტი, რომელიც შემოსავლის 90%-ს ქველმოქმედებას ახმარს

18) კაცი დღეში საშუალოდ 43 წუთს ანდომებს 10 სხვადასხვა ქალის ყურებას
19) ა.შ.შ-ს ყველა პრეზიდენტი თეთრ სახლში ცხოვრებისას, საჭმლის ფულს თავისი ჯიბიდან იხდის
20) "ერთი ნახვით შეყვარება" ნიშნავს იმ ადამიანის შეყვარება, რომელიც ნახვიდან 1 საათში შეგიყვარდა




21) ფეისბუქზე დაახლოებით 30 მილიონი ექაუნთია იმ ადამიანების, რომლებიც უკვე გარდაიცვალნენ
22) კამერონ დიაზი და სნუფ დოგი ერთ კოლეჯში სწავლობდნენ და ერთხელ კამერონმა მისგან მარიხუანა იყიდა
23) ცივ ოთახში ძილი ზრდის კოშმარების ნახვის შანსს




24) კოლორადოში 2-ჯერ მეტი მარიხუანას "მაღაზიაა", ვიდრე სთარბაქსის
25) ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ადამიანის სუნს, ვიდრე მათ ჩაცმულობას
26) 1955 წელს ამერიკაში ერთი კაცი იმიტომ გახდა ცნობილი რომ მას ერქვა Dick Assman-ი

27) ლურჯი თვალები იყო მუტაცია 6000-10000 წლის წინ, რადგან იქამდე ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა


28) ადამიანები, რომლებიც მარჯვენა ხელით წერენ 9 წლით მეტს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც მარცხენა ხელით წერენ
29) ადამიანები, რომლებიც მეტს იცინიან, შეუძლიათ გაუძლონ უფრო მეტ ფიზიკურ თუ მორალურ ტკივილს
30) ადამიანის კოცნა უფრო ჰიგიენურია, ვიდრე მათთან ხელის ჩაკიდება

იმედია მოგეწონათ სტატია :)

    კომენტრის დატოვება

 
"ცოტაოდენი ფანტაზია და მარჯვე ხელები" :)
შესაძლოა ასე დავახასიათოთ ეს სტატია, სადაც სახლის პირობებში ორიგინალური სადღესასწაულო სუფრის გაწყობას გვასწავლიან


მაშ ასე. ეს ყველაფერი შეგიძლიათ მოუწყოთ როგორც თქვენს თავს ასევე მეგობარს, მშობელს და ა.შ. 

პირველ რიგში ოთახიდან სადაც ვაპირებთ წვეულების მოწყობას, გავიტანოთ ყველა არასაჭირო ნივთი რათა ადგილი დიდი დაგვრჩეს. გავიტანოთ ოთახიდან ასევე ყველანაირი დეკორაცია, ჭურჭელი, ტორშერი ა.შ. რათა ვინმემ არ გატეხოს და მერე გული არ დაგვწყდეს. 

მეორე: შევუდგეთ დეკორაციის გაკეთებას წვეულებისთვის. დაგვრჭირდება ბანერი წარწერით " გილოცავ დაბადების დღეს" ან "Happy Birthday "სახელი" . ამ ყველაფრისთვის კი დაგჭირდება :

1) ფერადი ფურცლები ან მუყაო უკეთესი იქნება (ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდება და იაფი ღირს"
2) ქაღალდის წებო ან სტეპლერი
3) ნაჭრის ლენტი
4) ჭიკარტი


ყველაზე ლამაზი გამოვა ბანერი თუ მას მუყაოთი გავაკეთებთ. 

1) ავირჩიოთ კომპიუტერში ლამაზი ფონტი და ამოვაპრინტეროთ დიდ ზომაზე. ( როგორც სურათში)
2) მუყაოსგან გამოვჭრათ წრეები ან რა ფორმაც თქვენ გინდათ (სურათი) თუ მუყაო სხვადასხვა ფერის იქნება უფრო ლამაზი გამოვა
3) გამოვჭრათ ასოები
4) დავაწებოთ მუყაოებს
5) თეთრი ფურცლისგან გამოვჭრათ უფრო დიდი ზომის წრეები (სურათზე როგორცაა) და დავაწებოთ მუყაოები
5) გამოჭრილი მუყაოები გადავაბათ ერთმანეთს ლენტებით უკეთესია სხვადასხვა ფერის იყოს როგორც სურათზეა. 

მესამე: აუცილებლად დაგვჭირდება ქუდები . თუ ყიდვა არ შეგიძლიათ გასწავლით როგორ კეთდება უფრო ლამაზები ვიდრე აქ იყიდება :)) ( მაღაზია Bhappy, Goodwill ). 

მეოთხე:
 ფერადი ბუშტები ძალიან მაგარი იდეაა გასალამაზებლად. თუ ფული არ გაქვთ რომ ჰელიუმით გაბეროთ რათა ჭერზე იყოს ბურთები არ იდარდოთ. მე გასწავლით რამდენიმე ხერხს თუ როგორ შეიძლება ბუშტებით დეკორაციის გაკეთება.
შეიძლება ვიდეო რონ ნახოთ თქვათ ამას ვერასოდეს გავაკეთებოო, მაგრამ იცოდეთ რომ მეც მასე ვთქვი მაგრამ მთელი ბანკეტის დეკორაციები მე გავაკეთე და ბავშვებს ეგონათ ფული გადავიხადე ისეთი მაგარი იყო :))) ასე რომ არ იდარდოთ. ადვილი გასაკეთებელია. შეგიძლიათ არ გაუკეთოთ ჯოხი და მარტო ყვავილი გააკეთოთ და კედლებზე ან ფარდაზე ან ჭერზე მიასკოჩოთ. ძალიან ლამაზი იქნება განსაკუთრებით ჭერზე. 

მეხუთე: არ დაგავიწყეთ დინამიკები. რაც ყველაზე მთავარია. ჩაწერეთ CD ზე ან USB -ზე სიმღერები. ეცადეთ დინამიკები არ იყოს მიერთებული ინტერნეტიან კომპიუტერთან , რადგან დამიჯერეთ ყველა მივა და რაც მოსწონთ იმას ჩართავენ და ვერცერთ სიმღერას ვერ მოუსმენთ ბოლომდე. ასე რომ ჯობია თქვენი საყვარელი რეპერტუარი შეარჩიოთ. დინამიკებს თუ მაღლა ჩამოკიდებთ უკეთესია. 

მეექვსე: დარწმუნებული ვარ არავის არ გვინდა რომ ჩვენს დაბადების დღეზე უამრავმა უცნობმა ადამიანმა მოიყაროს თავი. ამიტომ საჭიროა ჩამოვწეროთ სია და გავაკეთოთ მოსაწვევი ბარათები. 

მეშვიდე: ყველაზე მთავარი. ტორტი. რაც შეიძლება მხიარულ ფერებში უნდა იყოს. 
Picture
მერვე: თუ დაბადების დღეს ვაკეთებთ თინეიჯერისთვის ჩემი აზრით უმჯობესია თუ ალა ფურშეტი იქნება. უფრო მეტი ადგილი იქნება საცეკვაოდ. 

ოთახში აუცილებლად საჭიროა იყოს დივანი, პუფები ან სკამები. ოთახის კუთხეში დავდგათ მაგიდა . დავაწყოთ თეფშები ერთმანეთზე, ჩანგლები, ჭიქები,საწრუპები და ხელსახოცები (ფერადები ან ნახატიანი უმჯობესია). მაგიდაზე საჭიროა იყოს: ხილი, ბურგერები, სენდვიჩები(რასაც არ სჭირდება დაჭრა), გამაგრილებელი სასმელი, ალკოჰოლური სასმელი.

1) ხილი . ჯობია გააკეთოთ ისე როგორც სურათზეა. უფრო ლამაზია. 


Picture
როგორ გავაკეთოთ სენდვიჩები: არავითარ შემთხვევაში ბევრი რამეები არ დაადოთ პურს ! ტოსტერის ოთხკუთხედ პურს წავუსვათ მაიონეზი და აჯიკა(ძალიან მწარე არა) ერთმანეთში გადარეული თხელ ფენად. დავადოთ სალათის ფურცელი, დავადოთ ლორი, ძეხვი ა.შ., დავადოთ ძალიან თხლად დაჭრილი პომიდორი და კიტრი, დავაფინოთ ისევ სალათის ფურცელი და დავაფაროთ ზემოდან მაიონეზიან-აჯიკიანი პური. ავიღოთ ხის ჩხირი (კბილის ), ჩამოვაცვათ ზეთის ხილი და ჩავარჭოთ სენდვიჩში. მზადაა. 

გააფორმეთ ხილით მაგიდა:

იმედია მოგეწონათ სტატია :)

    კომენტრის დატოვება