Fashion    

   

მოდის მოყვარულებს გეპატიჟებით სრულიადში

 

     სრულიადში იხილავთ მოდასთან დაკავშირებულ

უამრავ და რაც მთავარია ხარისხიან ფოტოებს 








 

მათთვის ვინც მონდომებით უვლის თმას და მისი გაზრდა-გაჯანსაღებისთვის არანაირი საშუალება არ ენანება, ალბათ აქტუალური იქნება ვარცხნილობაში მრავალფეროვნების საკითხიც. არის დღეები, როცა გაღვიძებისთანავე გინდა უბრალოდ "კოსა" გაიკეთო თავზე და სახლიდან სასწრაფოდ გავარდე სამსახურში ან ლექციაზე არდაგვიანების მიზნით. თუმცა, ისეთი დღეებიც ხომ ბევრია, როცა დილიდანვე გაპრანჭვის და "რაღაც ახლის" ხასიათზე ხარ. არადა ყოველდღე ვერ ახერხებ ახალი სამოსის ან აქსესუარის შეძენას. ამ დროს საუკეთესო ანტიდეპრესანტად, შეიძლება სწორედ საკუთარი ნაფერებ-ნალოლიავები თმები იქცეს. ასე რომ სარკესთან მყუდროდ მოკალათდით, ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფოტოებს გადახედეთ და ახალი დღე ახალი, ორიგინალური ვარცხნილობით დაიწყეთ!