Paris
აქტები,ფოტოები,ანიმაციები,დაათვალიერეთ ქალაქი 3D - ში
  
✘ პარიზს მეტსახელად სინათლის ქალაქსაც უწოდებენ .
 
✘ პარიზს თავდაპირველად Lutetia ერქვა

✘ პარიზის ეიფელი 7 წელში ერთხელ იღებება

✘ 1832 წელს ქოლერამ ( ინფექციურმა დაავადებამ ) იმსხვერპლა 20 000ადმიანი .

პარიზის 80  % ქრისტიანია

✘ პარიზს ემსახურება 2 საერთაშორისო აეროპორტი .

✘ საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი სწორედ პარიზში მდეობარეობს . ეს უნივერსიტეტი სორბონის უნივერსიტეტია .

✘ყოველ წელს პარიზში 44 მილიონი ტურისტი ჩადის


პარიზელებს საშინლად უყვართ ხელოვნება

 

  

  

დაათვალიერეთ პარიზი 3 დ - ში ( ბოდიში ზომისთვის)







    

   

   





  

  

  


და ბოლოს პარიზის ულამაზესი დისნეილენდი :

      

      

      


 
Walk In Paris
☾ გასეირნება პარიზში ☾ 
✔ ჩემი დაწერილია ✔ 

  
მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილი არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ  მათ შორის პარიზი განსაკუთრებულია და დღემდე ყველაზე რომანტიული ქალაქის იმიჯით სარგებლობს. აქ ყოველწლიურად 30 მლნ-ზე მილიონობით ტურისტი ჩადის, რათა ახლოს გაიცნოს  ხელოვნების,მოდისა და პარფიუმერიის სამშობლო. დააგემოვნოს ფრანგული ღვინო და საუცხოო ფრანგული სამზარეულო.



პარიზი  ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე მდებარეობს. ის დღესაც ევროპის წამყვანი კულტურული,ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურით. აქ თავმოყრილია მუზეუმები, გალერეები,რესტორნები და ღამის კლუბები.
მიუხედავად 2 მსოფლიო ომისა, პარიზმა თითქმის უცვლელად შემოინახა წარსულის დიდების ამსახველი შენობები. თუ გსურთ, ყველაფრის ნახვა შეძლოთ ქალქაში დიდხანს უნდა იხეტიალოთ. სანახავი კი, მართლაც ბევრია:  საფრანგეთის მეფეეების რეზიდენციები ლუვრსა და ვერსალში, ტრიუმფალური თაღი, ნოტრ-დამი, პომპიდუს ცენტრი, ვანდომის მოედანი, ტუილრისბაღი ულამაზესი შადრევნებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და უამრავი სხვა...
პარიზში ჩასვლისთანავე გირჩევთ ელისეის მინდვრებზე გაისეირნოთ. ელისეს მინდვრების, ანუ შანზ-ელიზეს გამზირის სიგრძე 2 კილომერტამდეა და უამრავი ღირშესანიშნაობაა თავმოყრილი.  აქ ერთმანეთს ენაცვლება ლუვრის მუზეუმი, ლუი XIV-ის ქანდაკება, კარუსელის ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი, ობელისკი და ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი. ეს არის პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა. დაბლობ ნაწილში ელისეს მინდვრები შემოსაზღვრულია მარინის სკვერით და მაღლობ ნაწილში კი მაღაზიები, ბუტიკები, კინოთეატრები, კაფეები და რესტორნებია.
როდესაც პარიზში ხარ, არ შეიძლება  არ მოინახულო პარიზის სიმბოლო, მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული ეიფელის კოშკი.  სტრუქტურა  1887-1889 წლებში აშენდა და საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა. თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობა თვლიდა რომ შენობა პარიზის იერსახეს ამახინჯებდა. თუმცა ამჟამად, 324 მეტრის სიმაღლის ლითონის ეს კონსტრუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.
ასევე გირჩევთ მოინახულოთ ორსეის მუზეუმიც, სადაც  იმპრესიონისტთა  ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა დაცული.  გაითვალისწინეთ, რომ პარიზის სხვა მუზეუმთა მსგავსად ორსეს მუზეუმი ორშაბათობით დაკეტილია.

პარიზში გადასაადგილებლად შეგიძლიათ მეტროთი ისარგებლოთ. რომელიც 16 ხაზისგან შედგება და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიტენია. ასევე არსებობს ტრამვაის ხაზი და ავტობუსები, რომელიც მოიცავს   სპეციალურ ხაზებს, რაც პარიზის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გამოიყენება.

Picture
და კიდევ ერთი  თუ ბევრი  ფული გაქვთ, გამოიყენეთ დრო, რომელსაც პარიზში გაატარებთ და   მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების ბუტიკებს ესტუმრეთ, პარიზი ხომ უკვე საუკუნეებია მსოფლიოს მოდას კარნახობს. ამიტომ აქ გარდირობს ყველაზე გემოვნებიანად განაახლებთ.  ასევე შეგიძლიათ მსოფლიოში სახელგანთქმულ კაბარე მულენ რუჟს ესტუმრეთ და ულამაზესი შოუთი დატკბით. ხოლო თუ  დასვენებისთვის თქვენი ხარჯები მოკრძალებულია, ნუ იდარდებთ  პარიზი გართობის სხვა უმარავ საშუალებას გთავაზობთ. შეგიძლიათ ისეირნოთ ნუდისტური პლაჟივით აღგზნებული პარიზის ქუჩებში, ღია კაფეში გემრიელი ყავა დალით და ეიფელის კოშკში შეხვდეთ პარიზულ შემოღამებას.
Large
მე  პარიზში  დიდი  სიამოვნებით  წავიდოდი.მე  პარიზი  ძალიან  მიყვარს,საფრანგეთი  და  ფრანგულიც  ვიცი
Large
Large
Large
Large
Large
Large
Large
Large
Large
მოდის ისტორია ისეთივეძველია როგორც ჩაცმულობის.ტანსაცმელი, ბუნებისგანთავდასაცავად, ჯერ კიდევ,პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთაგანმავლობაში კი, კაცობრიობამ,სამოსის ესთეტიურ ფორმებზეზრუნვაც დაიწყო…
სად იყო და არის მოდისცენტრი? რა თქმა უნდა, არაყველგან…
-ალბათ, პარიზში! –გვიპასუხებთ… – თუმცა, მოდასენის ნაპირზე ნამდვილად არდაბადებულა… იქ მოხვედრამდემან იტალია, ესპანეთიმოგვიანებით კი ინგლისიგადასერა… აღსანიშნავია, რომ,მოდას, ოდითგანვე,პოლიტიკასთან ჰქონდაკავშირი.. იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსისეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის.
XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმისნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა… მოდისცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასიქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისიპირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, განსაკუთრებული ქსოვილის წარმოების მეოხებით,ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. თუმცა, ესეპოქაც დასრულდა და ბურგუნდია ესპანეთმა ჩაანცვლა. იმ პერიოდშიგამეფებულმა შავმა ფერმა, ქვეყნის მმართველთა უდიდესი მოწონებადაიმსახურა. 1600 წლის შემდეგ, ესპანეთის პოლიტიკური ჰეგემონია, შეირყა.სიმძიმის ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსეპარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში,რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალიკონკურენტი – ლონდონი, გაჩნდა… კონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ,ერთ-ერთი გერმანელი მწერლის, 1768 წელს გაკეთებულ ჩანაწერში ვაწყდებითინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანგლომანიით «შეპყრობილი», ყველაზე მეტად,სწორედ, პარიზი ყოფილა…ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაცმოედო. სპორტული პალტო და სამოსი წვიმიანი ამინდისთვის, მაგალითად, იყოდა რჩება ბრიტანულ «კუთვნილებად» მოდაში. თუმცა, პარიზი მაინც მოდისცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი – მადამ სკაპარელიდა ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნისორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ«ინგლისელები პარიზში»…
პარიზის გეოგრაფიული მდებარეობა, ტექსტილის წარმოებისგანვითარებული ტექნიკა და გამოცდილი მკერავების პროფესიონალიზმი, მოდისცენტრის სიძლიერეს და წარმატების საიდუმლოს წარმოადგენდა.
ასე იქცა თავისუფალი და მსუბუქი პარიზი მსოფლიო მოდის ცენტრადიქცა… ცენტრად, სადაც, დღემდე, არა ერთი სიახლე თუ ექსცენტირული იდეაიბადება… ამ იდეებს კი მსოფლიო იტაცებს… რიგ შემთხვევაში, განსხვავებულინტერპრეტაციებს ქმნის და მოდის მოყვარულებს ახალი სახითაც წარმოუდგენს ხოლმე…